საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბერძენი კოლეგების მოხსენებები „აგორაზე“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი აგრძელებს  შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.

2024 წლის 2 აპრილს, სამშაბათს, 17.00 საათზე ბერძენი ენათმეცნიერი, ანა რუსუ (პატრის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი) წაიკითხავს მოხსენებას: Is Greek a sexist language?

2023 წლის 4 აპრილს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე ბერძენი ბიზანტინისტი, ირინე-სოფია კიაპიდუ (პატრის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტის ბიზანტიური ლიტერატურის მიმართულების პროფესორი) წაიკითხავს მოხსენებას: The evidence of the historiographical prefaces on the theory and praxis of writing history in Byzantium.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220

თარიღი: 01/04/2024